თელავში განთავსებულ ბლოკ- პოსტებზე კორონავირუსზე საეჭვო არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, თელავში განთავსებულ ბლოკ- პოსტებზე ამ წუთამდე ახალ კორონავირუსზე საეჭვო არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, პუნქტზე გამვლელ ყველა პირს ექიმები ამოწმებენ.
,,არცერთი შემთხვევა არ ყოფილა საეჭვო. იქ არიან სამხედრო ექიმები და ყველას ამოწმებენ. ხვალიდან პუნქტებზე დაემატება თერმოსკრინინგის აპარატი, რაც დღეს შექმნილი მანქანების რიგს განტვირთავს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კახეთში, კომენდანტის საათის დარღვევის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
შეგახსენებთ, ოთხი ბლოკ- პოსტი თელავის შესასვლელში, მთავრობის გადაწყვეტილებით, გუშინ განთავსდა. ბლოკ- პოსტები ეროვნული გვარდიის მე- 20 კადრირებულმა ბრიგადამ ააგო.
ბლოკ- პოსტებზე მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
გამოკითხვისა და ანამნეზის შესწავლის შემდეგ, საეჭვო პირს, კახეთის ცხელების ცენტრში გადაიყვანენ და შესაბამის ნიმუშს ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნიან.