თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ორ შუახნის მამაკაცს და ერთ ქალბატონს, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით გუშინ მოათავსეს, COVID19 არ დაუდასტურდათ.
როგორც knews. Ge-ს კლინიკის დირექტორმა განუცხადა, ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხები ცოტა ხნის წინ მიიღეს. ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სავარაუდოდ დღეს ღამე ან ხვალ დილით გაწერენ.
შუახნის მამაკაცები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ დღის მეორე ნახევარში საკარანტინო ზონიდან მოათავსეს, ხოლო ქალბატონი კი საღამოს საცხოვრებელი სახლიდან გადაიყვანეს. მამაკაცებს ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდათ, ხოლო ქალს კი მხოლოდ ტემპერატურა ჰქონდა. მათ ჰქონდათ კორონავირუსის გავრცელების მხრივ რის ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, რის გამოც მედიკოსებმა COVID19-ზე ანალიზების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს.
ამ ეტაპზე კახეთში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.