თელავის აგრარულ ბაზარში შეზღუდვები დაწესდა
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიდან გამომდინარე დღეს თელავის აგრარულ ბაზარში შეზღუდვები ამოქმედდა.
ბაზრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ რეგულაციების დაწესების მიზანი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაა.
მოქალაქეთა შესვლა გამოსვლის რაოდენობას შესასვლელ კართან მყოფი ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომელი აკონტროლებს.
,,კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ბაზრის ადმინისტრაციამ შეზღუდვები დააწესა, გვითხრეს, რომ უნდა დავემორჩილოთ. საუბარი იყო ბაზრის დაკეტვაზე. კიდევ კარგი რომ ასე არ მოხდა და ახლა მოვაჭრეების რაოდენობაც შეზღუდულია და ბევრი ჯიხური დაიკეტა”, – აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.
თელავის აგრარული ბაზარი ქალაქის ცენტრში, მდებარეობს და ის ნახევრად დახურულ სივრცეშია განთავსებული.