ახალი ამბები

კახეთში სასურსათო კალათები 300 მოწყვლად ოჯახს გადაეცემა

ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში მოწყვლადი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება აქტიურად მიმდინარეობს.

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა World Vision საქართველოს მხარდაჭერითა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების და მათი ოჯახების დახმარება დაიწყო.

,, ამანათი, რომელიც შედგება 16 დასახელების პროდუქტისგან (მათ შორის ჰიგიენურ ნივთებისგან) შედგენილია World Vision საქართველოს გუნდის მიერ და მოიცავს ძირითადად არამალფუჭებად პროდუქტებს.

არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოხდა ბენეფიციარების შერჩევა კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე და გამოიკვეთა რამდენიმე სამიზნე ჯგუფი: უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან”, – განაცხადა კახეთის განვითარების ცენტრის დირექტორმა ნანა ათუაშვილმა.

World Vision საქართველოს მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში პირველ ეტაპზე, ამანათები თელავის, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 300 ოჯახს გადაეცემა.