ახალი ამბები

ლაგოდეხში სურსათის მაღაზია გაქურდეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში სასურსათო მაღაზია გაქურდეს.

მაღაზიის მეპატრონის განმარტებით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა შენობას სახურავის ნაწილი მოხადეს და შენობაში ამ გზით შეაღწიეს.

წინასწარი ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიიდან წაღებულია პროდუქტი, ტკბილეული, თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები.

მაღაზიისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

როგორც knews. Ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რომელიც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცავებს ქურდობის ფაქტზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ფოტო: დავით ჭაბაშვილი

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე