ახალი ამბები

წნორში სასწრაფო სამედიცო დახმარების ახალი ცენტრის მშენებლობა დასრულდა

ქალაქ წნორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა დასრულდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ერთსართულიანი შენობა სასწრაფო დახმარების 3 ჯგუფზეა გათვლილი, რომელიც მთლიან მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

უწყების ინფორმაციით, პროექტი ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მასზე 341367 ლარი დაიხარჯა.