თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა
თელავი- თბილისის მიმართულებით კერძო ტაქსით მგზავრობის ღირებულება 15 ლარით გაიზარდა.
Knews. Ge-ს ინფორმაციით, თელავიდან დედაქალაქში გადაადგილება 30 ლარი იქნება.
ტაქსის მძღოლები მგზავრობის საფასურის გაძვირებას მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს უკავშირებენ.
დაწესებული შეზღუდვის მიხედვით, მსუბუქი ავტომობილით მძღოლის გარდა, ორი ადამიანის გადაყვანა აკრძალულია.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე