ბლოკ- პოსტები თელავში, ოთხ ლოკაციაზე, გომბორის, ყვარლის, გურჯაანისა და ახმეტის მიმართულებით განთავსდება
ბლოკ- პოსტები თელავში, ოთხ ლოკაციაზე, გომბორის, ყვარლის, გურჯაანისა და ახმეტის მიმართულებით განთავსდება.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, იარაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ბლოკ- პოსტების მშენებლობას ეროვნული გვარდიის, მე- 20 კადრირებული ბრიგადა დაიწყებს.
,,ბლოკ-პოსტები იქნება შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გურჯაანის მხრიდან დაახლოებით წინანდლის ტერიტორიისკენ, ყვარელის მხრიდან მდინარე ალაზნის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე და ახმეტის მხრიდან სოფელ ვარდისუბნის ტერიტორიაზე.
სამხედრო ნაწილი უკვე მზადაა და დაიწყებს ბლოკ- პოსტების მშენებლობას. პოსტებზე სამხედრო ექიმები განთავსდებიან, რომლებიც შემსვლელ- გამსვლელს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. სხვა არანაირი შეზღუდვის დაწესებას , ეს პოსტები არ ემსახურება. კახეთში ეპიდ- სიტუაცია სტაბილურია, მაგრამ ეს ერთიანი ფილტრის ნაწილი იქნება- განაცხადა ქადაგიშვილმა.
თერმოსკრინინგის შედეგად, ბლოკ- პოსტზე გამოვლენილ საეჭვო შემთხვევებს, კახეთის სამ საავადმყოფოში გადაიყვანენ და შესაბამის ანალიზს ჩაუტარებენ.
შეგახსენებთ, პრემიერ- მინისტრთან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბლოკ- პოსტები, მოქალაქეების თერმო- სკრინინგისათვის, თელავსა და ახლციხეშიც გაიხსნება.