თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ დილის 08:00 საათიდან გაჩერდება.
აკრძალვა ეხება როგორც თბილისს, ასევე რეგიონებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამედიცინო სფეროსა თუ სხვა სტრატეგიულ ობიექტებში დასაქმებული ადამიანების გადაადგილებას დამსაქმებელი უზრუნველყოფს.
„დილის 08:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ნებადართულია პირადი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსებით მუშაობა. ამ პერიოდის განმავლობაში, ასევე, ნებადართულია იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება ამა თუ იმ დარგის თანამშრომელს. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე პერიოდში იმოძრავებენ მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც ექნება სპეციალური საშვი,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.