გურჯაანის ერთ-ერთი სოფლიდან 33 წლის ქალი მაღალი ტემპერატურით თბილისში გადაიყვანეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 33 წლის ქალი მაღალი ტემპერატურით თბილისში გადაიყვანეს. ინფორმაციას ,,ტელეკომპანის გურჯაანი”ავრცელებს.
ქალის განცხადებით, იგი მაღაზიის გამყიდველია და დაახლოებით 10 დღის წინ კონტაქტი ჰქონდა ჩეხ ტურისტებთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ადგილობრივ ამბულატორიას მიმართა და როდესაც მას საეჭვო სიმპტომები შენიშნეს, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
იგი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს და შესაბამის ანალიზებს ჩაუტარებენ.