ახალი ამბები

ქალაქიდან ქალაქში გამგზავრება მხოლოდ მანქანით იქნება ნებადართული

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, 21:00 საათის შემდეგ რეგიონიდან რეგიონში მიმოსვლაც იკრძალება.

მისი თქმით, დასაშვებია დილის 6-დან 21:00 საათამდე პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, თუ მანქანაში 3 ადამიანი იქნება.

„დასაშვებია დილის 6 საათიდან საღამოს ცხრა საათამდე ნებისმიერ სახის პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, რომ მანქანაში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი და მათ შორის სატვირთო მოძრაობაც ასევე იქნება ნებადართული”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.