21:00 საათიდან 06:00 სთ-მდე მხოლოდ აფთიაქები იფუნქციონირებს
ხვალიდან 21:00 საათიდან დილის 06:00 სთ-მდე მხოლოდ აფთიაქები იფუნქციონირებს.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. გიორგი გახარიიას თქმით, საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება, მოქალაქეებს კი ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან აეკრძალებათ.
,,საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21: 00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი. 21:00 საათიდან დილის 06:00 სთ-მდე მხოლოდ აფთიაქები იფუნქციონირებს“, – განაცხადა გახარიამ.