საერთაშორისო და შიდა სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდვები არ ვრცელდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეს მიღებული შეზღუდვები არც შიდა და არც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება არც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე და არც შიდა სატვირთო გადაზიდვებზე.
ეს შეზღუდვები არ ვრცელდება დღეს არც მარნეულსა და ბოლნისში, მიუხედავად იმისა, რომ იქ არის სრული კარანტინი. სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გარკვეული პირობების დაცვით – კორიდორით, მიცილებით და ა.შ. ისე, როგორც ამას შსს ჩათვლის საჭიროდ”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.