მოსახლეობისთვის კომუნალური და მუნიციპალური სერვისების მიწოდება არ შეფერხდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, განცხადებით, მთავრობა, მუნიციპალიტეტებთან და ბიზნესთან ერთად იმ დარგების და კონკრეტული საწარმოების ჩამონათვალს განსაზღვრავს, რომლის ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება.
მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, მთავრობა უზრუნველყოფს მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიაწოდოს კომუნალური და მუნიციპალური სერვისები, როგორიცაა: წყალმომარაგება, ბუნებრივი გაზით მომარაგება, საწვავით მომარაგება და მსგავსი სერვისები, ასევე ელექტროენერგიით მომარაგება და საფოსტო სერვისები.
,,მუნიციპალიტეტებთან ერთად, ისევე როგორც სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და ბიზნესი ერთად ვიქნებით ჩართული იმ დარგების და კონკრეტული საწარმოების განსაზღვრაში, რომლის ფუნქციონირება იქნება შესაძლებელი. ეს ეხება სტრატეგიულ დარგებს, როგორიცაა: ტელესაკომუნიკაციო სივრცე, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები, საბანკო სფერო, ასევე ბუნებრივია ეს არის სასურსათო და სააფთიაქო ქსელი და მათი მოწოდების ჯაჭვი, ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივად შეუფერხებელ მიწოდებას კომუნალური და მუნიციპალური სერვისების, როგორიცაა: წყალმომარაგება, ბუნებრივი გაზით მომარაგება, საწვავით მომარაგება და მსგავსი სერვისები, ასევე ელექტროენერგიით მომარაგება, საფოსტო სერვისები. ასეთი ტიპის ოპერატორებისთვის იქნება დადგენილი სპეციალური რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც მათ ექნებათ ვალდებულება, დაამტკიცონ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა წესი არის დაცული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე განცხადებით, სტრატეგიული დარგები, როგორიცაა: ტელესაკომუნიკაციო სივრცე, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები, საბანკო სფერო, სასურსათო და სააფთიაქო ქსელი, უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება მომხმარებლებს.