ახალი ამბები

თელავში ახალგაზრდა მოხალისეები 51 ხანდაზმულს დაეხმარნენ

თელავში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის 7 გოგონა, 1 კვირაში სხვადასხვა შემოწირულობით, ხანდაზმულ 51 მოქალაქეს დაეხმარა.

გოგონებმა მოხუცებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო რისკ ჯგუფს წარმოადგენენ და სახლიდან გასვლა არ შეუძლიათ, სხვადასხვა სახის სურსათი მიუტანეს.

მათი თქმით, დახმარების გარდა, მკაცრად იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს.

,,მოსახლეობის გვერდში დგომით შევძელით და დღემდე 51 ოჯახს დავეხმარეთ. რა თქმა უნდა ამით არ ვჩერდებით და ყოველდღიურად ვაგრძელებთ სხვა ოჯახების დახმარებასაც. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს წამოწყებას სისტემატიური სახე მიეცემა და ადგილობრივების შემოწირულობებით ყველა იმ ადამიანამდე მივალთ, რომლებსაც ძალიან ვჭირდებით”, – აცხადებენ საქველმოქმედო აქციის მონაწილეები.