კახეთში თვითიზოლაციაში 227 მოქალაქე იმყოფება
კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 227-მდე შემცირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 29 მარტის მონაცემებით, რეგიონში თვითიზოლაციის რეჟიმი არც ერთ მოქალაქეს არ დაურღვევია, ხოლო სპეციალისტების მეთვალყურეობა 83 ადამიანს მოეხსნა, რადგან 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდი გავიდა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, გუშინ კახეთიდან თბილისის საავადმყოფოში ერთი პაციენტი გადაიყვანეს, რადგან თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის შესაძლებლობა არ ჰქონდა.
მისივე თქმით, მოქალაქე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მხრივ რის ჯგუფის ქვეყნაში იმყოფებოდა და ამავე დროს ასაკთან ერთად აქვს თანმხლები დაავადებები.