კახეთში კარანტინში 603 ადამიანია მოთავსებული
29 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კახეთში მდებარე 9 საკარანტინო ზონაში მოთავსებული მოქალაქეების რაოდენობა 603-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც ერთს არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმრო სავანეთში მოწყობილი საკარანტინო ზონა 25-მა მოქალაქემ უკვე დატოვა. ისინი კარანტინში 13 მარტს მოათავსეს. მედოკოსების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
თვითიზოლაციაში მყოფი ადმიანების რაოდენობა კი 227-მდე შემცირდა, ხოლო სპეციალისტების მეთვალყურეობა 83-ს მოეხსნა.