ახალი ამბები

კახეთში შესაძლოა ბლოკ-პოსტები მოეწყოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი არ გამორიცხავს, რომ რეგიონში, ორ ლოკაციაზე, ბლოკ-პოსტები მოეწყოს.

ნელი ხიზანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბლოკ-პოსტების შექმნის შემთხვევაში მოქალაქეები თერმოსკრინინგს გაივლიან.

ხიზანიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო სწორი იქნება COVID19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

მისივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში კახეთიდან არც ერთი მოქალაქე არ გადაუყვანიათ კორონავირუსის მქონე სიმპტომებით.

ბოლო მონაცემებით, კახეთიდან მარნეულის კორონავირუსით ინფიცირების ე.წ. კლასტერთან არანაირი კონტაქტი ან კავშირი არ იკვეთება.

 

ფოტო: on.ge