კახეთიდან ერთი მოქალაქე თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანმხლები დაავადებების მქონე მოქალაქეს არ ჰქონდა შესაძლებლობა თვითიზოლაციის რეჟიმი დაეცვა, რის გამოც მისი თბილისის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მას აქვს კორონავირუსის გავრცელების მხრივ რის ჯგუფის ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია, რის გამოც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კახეთის 9 საკარანტინო სივრცეში მოქალაქეების რაოდენობა 580-დან 603-მდე გაიზარდა. თვითიზოლაციაში მყოფი ადმიანების რაოდენობა კი 227-მდე შემცირდა, ხოლო სპეციალისტების მეთვალყურეობა კი 83 ადამიანს მოეხსნა.
ბოლო მონაცემებით, კახეთიდან ე.წ მარნეულის ინფიცირების შემთხვევასთან არანაირი კონტაქტი ან კავშირი არ იკვეთება.