კახეთში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მედიკოსებს ტრენინგებს ჩაუტარებენ
კახეთში დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან. სპეციალისტები იმ საავადმყოფოებს ეწვევიან, სადაც კორონავირუსის მქონე პაციენტებს გადაიყვანენ.
დაავადებათა კონტორლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული დაცვის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კლინიკების შემოწმების შემდეგ ეკატერინე ტიკარაძის უწყების წარმომადგენლები მედიკოსებს სპეციალურ ტრენინგებს ჩაუტარებენ.
ცნობისთვის, საგარეჯოს, ლაგოდეხისა და თელავის ოთხმა კლინიკამ რამდენიმე დღის წინ პაციენტების მიღება შეწყვიტა. საავადმყოფოები კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტების მისაღებად სამედიცინო აპარატურით უკვე აღიჭურვა. ნაწილი მთლიანად ბოქსიებულ, ნაწილიც კი ნახევრადბოქსირებულ განყოფილებებად გადაკეთდა. ამ ეტაპზე არც ერთ საავადმყოფოში COVID19-ის სიმპტომებით არავინ მოუთავსებიათ.