სოფელ ვეჯინში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი საავადმყოფოში მართვის სუნთქვაზეა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჟინში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ის გურჯაანის სავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც knews-ს მედიკოსებმა განუცხადეს, ახალგაზრდა ქალი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა იმყოფება. ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა. ამავე სავადმყოფოშია მოთავსებული სამი თვის შვილის მკვლელობისა და ცოლი დაჭრის საქმეზე დაკავებულიც.
24 წლის ივანე ნოზაძემ ცოლის დაჭრისა და შვილის მკვლელობის შემდეგ თვითდაზიანენები მიიყენა, რის გამოც მას ფილტვზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ბრალს სავარაუდოდ დღეს საღამოს ან ხვალ დილით წარუდგენენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 24 წლის მამაკაცმა ცივი იარაღით 3 თვის ჩვილი მოკლა მკვლელობა და ცოლი დაჭრა. პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ივანე ნოზაძეს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.