კახეთში კარანტინში 580 პირი იმყოფება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში 9 საკარანტინე ლოკაციაზე კარანტინში იმყოფება 580 პირი.
მისი თქმით, აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნებათ.
,, 28 მარტის მონაცემებით, არცერთ პირს არ აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემები. ასევე არ გამხდარა საჭირო პირის საავადმყოფოში გადაყვანის”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.