კახეთში თვითიზოლაციაში 299 პირი იმყოფება
28 მარტის მონაცემებით, კახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 299 მოქალაქე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, როგორ იცავენ ისინი თვითიზოლაციის წესებს მკაცრად კონტროლდება.
,, თვითიზოლაციაში კახეთში 299 პირი იმყოფება, მათ შორის საგარეჯოში 64, ლაგოდეხში 49, ყვარელში 33, გურჯაანში 32, სიღნაღში 24, თელავდი 53, დედოფლისწყაროში 17 და ახმეტაში 27. კარანტინში და სამედიცინო დაწესებულებაში კახეთიდან არავინ არ გადაუყვანიათ. 9 საკარანტინე ლოკაციაზე იმყოფება 580 პირი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.