ბოდბის მონასტერში საკვირაო წირვას კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ესწრება
ბოდბის დედათა მონასტერში საკვირაო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ესწრება.
ილია მეორე ბოდბის ეპარქიის წინამძღვართან, მეუფე იაკობთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს.
მსახურება მორწმუნეთა სიმრავლით გამოირჩევა. ისინი ლოცვას ეზოში, მონასტრის მიმდებარედ დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით ისმენენ.
ზიარება კი მოგვიანებით დაიწყება.
ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იმყოფებიან. მრევლი საქართველოს პატრიარქის ქადაგებას ელოდება.