თელავში მამაკაცი ავტომობილის მართვის დროს გარდაიცვალა
თელავში, ალაზნის გამზირზე, 70 წლამდე მამაკაცი მანქანის მართვის დროს გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, მათ შენიშნეს, რომ გზაზე მიმავალი მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაჩერდა.
მათივე თქმით, ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
მამაკაცის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად გულის შეტევა სახელდება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
Knews. Ge ცდილობს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.