სოფელ ვეჯინში მამამ 3 თვის ჩვილი მოკლა, ცოლი კი დაჭრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მკვლელობა მოხდა.
მამამაკაცმა 3 თვის ჩვილი მოკლა, ხოლო ცოლს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის ოჯახთან ერთად ვეჯინში საჩხერიდან იყო ჩასული და სტუმრად ცოლის დის ოჯახში იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლეს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც მცირეწლოვანი ბავშვი მოკლა, ცოლი კი დაჭრა. დაჭრილი ქალი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით დაიწყო, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.