მუშაობს თუ არა ტექდათვალიერების ცენტრები თელავში
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე knews-მა გაარკვია, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ტექდათვალიერების ცენტრები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
“TT მოტორსის” დირექტორის, ალექსანდრე ბასილაშვილის ინფორმაციით, ცენტრი იცავს მთავრობის მერ შემუშავებულ რეკომენდაციებს და ტექდათვალიერებას სპეციალურად მოწყობილ ცენტრში შესაბამისი წესებით იცავენ.
,,დავამონტაჟეთ შუშის დამცავი ბარიერები როგორც თელავის, ასევე ლაგოდეხის ცენტრში. ყოველდღიურად ვატარებთ სადეზინფექციო ღონისძიებებს. ასევე, ჩვენს ყველა კლიენტს ვჩუქნით სადეზინფექციო ხსნარს. ვმუშაობთ ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00, ხოლო შაბათს 10:00-15:00 საათამდე. კვირას დასვენების დღეა”, – აცხადებს knews-სთან საუბრისას ალექსანდრე ბასილაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების ვადის გადაცილებისთვის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ დაჯარიმდებია.
გარდა ამისა, განსაზღვრული ვადით ჩერდება გადაუხდელი ჯარიმების აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა და ამასთან, გადაუხდელობის გამო პირს არ შეუჩერდება მართვის უფლება.