კახეთში 9 ლოკაციაზე კარანტინში 555 ადამიანი იმყოფება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ამ დროისთვის 9 საკარანტინო ზონაა მოწყობილი, სადაც 555 პირი გადის საკარანტინო პერიოდს.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, აღნიშნული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, გასულ დღეღამეში 1 პირი მაღალი სიცხით თბილისში საავადმყოფოში გადაიყვანეს, გამოკვლევების შემდეგ კი მამაკაცს კორინავირუსი არ დაუდასტურდა.
ამ დროისთვის თვითიზოლაციაში კახეთში 360 პირი იმყოფება, 112 მოქალაქეს კი მოეხსნა თვითიზოლაციის პერიოდი.