ახალი ამბები

კახეთიდან თბილისის საავადმყოფოში გადაყვანილ მამაკაცს კორინავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთიდან თბილისის საავადმყოფოში გადაყვანილ მამაკაცს კორინავირუსი არ დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პირის გადაყვანა ასაკის და თანმხლები დაავადებების გამო მოხდა.

მისივე თქმით, კახეთში თვითიზოლაციაში ყოფნის რეჟიმი მოეხსნა 112 მოქალქეს და ამ ეტაპზე იზოლაციაში რჩება 360 ადამიანი.

საკარანტინო სივრცეში 9 ლოკაციაზე 555 ადამიანია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.