თელავის ღვინის მარანმა კორონავირუსის პრევენციის ფონდში 300 000 ლარი გადარიცხა
თელავის ღვინის მარანმა კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებისთვის stopcov ფონდში 300 000 ლარი გადარიცხა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ნაბიჯით მათ უნდათ ვირუსის პრევენციის კუთხით საკუთარი წვლილი შეიტანონ.
,,გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვირუსის პრევენციაში, რის გამოც სპეციალურად შექმნილ StopCoV ფონდში უკვე გადაირიცხა 300,000 ლარი. ჩვენი კომპანია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან მკაცრად მიყვება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს, პირველ რიგში ჩვენივე თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის. რისკ ჯგუფებში არსებული თანამშრომლები დისტანციურად აგრძელებენ მუშაობას, საწარმო კი კონკრეტული მითითებების გათვალისწინებით განაგრძობს ოპერირებას, იმისთვის, რომ შევძლოთ თქვენთვის ნაცნობი ხარისხის ღვინის შეუფერხებლად წარმოება და დროული მოწოდება. ჩვენი დასაქმებულებიც სწორედ ის თავდადებული და საამაყო ადამიანები არიან რომლებიც მუშაობენ თქვენთვის, ასე რომ, დარჩით სახლში, – აცხადებენ კომპანიაში.