სოფელ კაბალში კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო
ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, კორონა ვირუსის შესახებ, საინფორმაციო კაპანია დაიწყო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის თქმით, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას აზერბაიჯან ენაზე მომზადებული ფლაერები დაურიგეს და ვირუსისაგან თავის დასაცავი რეკომენდაციების შესახებ განცხადებები საჯარო ადგილებზე გამოაკრეს.
,, კაბალის ადმინისტარციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, მოსახლეობა ეთნიკურად აზერბაიჯანელია. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია მათთვის გასაგები რომ იყოს, დავდივართ საჯარო ადგილებში, კარდაკარ და აზერბაიჯანულ ენაზე ვაფრთხილებთ, გაითვალისწინონ კორონავირუსის საფრთხე, შეასრულონ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მთავრობის დადგენილება, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
მისივე თქმით, მოხალისეებმა, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, კაბალში მდებარე სასურსათო მაღაზიების შიდა პერიმეტრზე, მომხმარებლისათვის დისტანციის დაცვის მანიშნებელი სტიკერებიც განათავსეს.