კომუნალურ გადასახადებზე შესაძლოა, შეღავათები დაწესდეს
სემეკი კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების შესახებ მთავრობასთან ერთად იმსჯელებს.
მარეგულირებელი კომისია აღნიშნულ საკითხს კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე განიხილავს.
სემეკის ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილი ვირუსის გამო, უსამსახუროდ დარჩა, ტურისტული ობიექტების დიდი ნაწილი კი დაკეტილია და მათ შემოსავალი არ უფიქსირდებათ.
,,ბიზნესი უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ საჭიროა გადასახადების გადავადება, რადგან მათ დღეს თანხები არ გააჩნიათ. ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩენა კი მათ აიძულებს, მუშაობა სრულად შეწყვიტონ.
ამ ეტაპზე კომისიაში მიმდინარეობს მომხმარებელზე დარიცხული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და უახლოეს დღეებში კომისია მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე მოხდეს ადეკვატური რეაგირება“ – აცხადებენ სემეკში.