ლაგოდეხის საავადმყოფოში 40 ბოქსირებული პალატა მოეწყო
ლაგოდეხში საკარანტინო სივრცე მოეწყო
ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში” საკარანტინო ზონა მოეწყო, სადაც კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტების გადაყვანა და მკურნალობა მოხდება.
კლინიკის ხელმძღვანელის, ნუკრი ყარალაშვილის განცხადებით, დაწესებულებას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კორპუსი გააჩნია.
,, ერთი კორპუსი მთლიანად საკარანტონო სივრცისთვის მოეწყო, მზად ვართ ინფიცირებულ პაციენტებსაც ვუმკურნალოთ. ამისთვის სულ 40 ადგილია გამოყოფილი და ყველა პალატა ბოქსირებულია”, – განაცხადა ნუკრი ყარალაშვილმა.