რა მდგომარეობაა თელავის ბაზრებში – ფოტორეპორტაჟი
აგრარული ბაზრები ყოველდღიურად ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა მყიდველების სიმცირე იგრძნობა.
გამყიდველებისა და მყიდველების უმრავლესობა პირბადითა და ხელთათმანებით გადაადგილდება.
კორონა ვირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით რეგიონის თვითმმართველობებმა შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყეს. ხდება აგრარული ბაზრების სრული დეზინფექცია.
შეგახსენებთ, რომ დროებით დაიკეტა ველისციხის, ბოდბისხევის, აფენის, წნორისა და კაბალის ტრადიციური საკვირაო ბაზრობები.
ავტორი: თორნიკე ხალხელაური