კახეთში კარანტინში 550 მოქალაქე იმყოფება
კახეთის რეგიონში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რვა საკარანტინო ზონაში 550 ადამიანია მოთავსებული.
ისინი ძირითადად კორონავირუსის გავრცელების მხრივ რისკ ჯგუფის ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არიან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთში ოთხი კლინიკა არის მზადყოფნაში, საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტები მიიღოს.