თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო 1 პირი კარანტინში გადაიყვანეს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, 25 მარტის მონაცემებით 1 პირი თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის საკარანტინო ზონაში გადაიყავნეს.
მისი თქმით, აღნიშნული პირი არ ემორჩილებოდა დადგენილ მოთხოვნებს და მისი იძულებით საკარანტინო ზონაში გადაყვანა გახდა საჭირო.
კახეთში თვითიზოლაციაში ამ დრომდე 452 პირი რჩება, 60 პირმა კი თვითიზოლაციის პერიოდი დაასრულა.