შექმნილი მდგომარეობის გამო თელავის თეატრი მოქალაქეებს ახალ ინიციატივას სთავაზობს
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს ახალ ინიციატივას სთავაზობს.
როგორც ცნობილია, 2012 წლიდან თელავის თეატრის მსახიობები ტრადიციულად ყოველ პარასკევს სპექტაკლს მართავენ, ამიტომ მათი გადაწყვეტილებით, წარმოდგენებს სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” თეატრის გვერდზე ატვირთავენ.
“ავტვირთავთ იმ სპექტაკლებს, რომლებიხ შემონახული აქვს თეატრს 2012 წლიდან დღემდე, რათა მოსახლეობას შეუმსუბუქონ მდგომარეობა. სპექტაკლების ჩანაწერთან ერთად რეგულარულად დაიდება თეატრის მსახიობების მონო ჩანახატები”, – განაცხადა knews. Ge-სთან საუბრისას მსახიობმა დავით ნაცვლიშვილმა.