კახეთში თვითიზოლაციაში ყველაზე მეტი მოქალაქე ლაგოდეხში იმყოფება
ლაგოდეხში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში 89 მოქალაქე იმყოფება, რაც ყველაზე მეტი მონაცემია კახეთის მასშტაბით.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, არც ერთ მათგანს არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, რომ შიდაიზოლაციის რეჟიმის დაცვას სამართალდამცავები ყოველდღიურად აკონტროლებენ და მედიკოსები კი სამედიცინო შემოწმებას რეგულარულად უტარებენ.
კახეთში თვითიზოლაციაში 452 მოქალაქე იმყოფება.