კახეთში თვითიზოლაციაში 452 პირი იმყოფება
25 მარტის მონაცემებით, კახეთის რეგიონში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში იმყოფება 452 მოქალაქე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თვითიზოლაციიდან მოიხსნა 60 მოქალაქე.
,,ლაგოდეხში 89, საგარეჯოში არის 76, სიღნაღში 75, თელავში 72, გურჯაანში 44, ყვარელში 39, ახმეტაში 33 და დედოფლისწყარში 24 პირი. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილია 1 მოქალაქე. რაც შეეხება კარანტინს, თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო გადაყვანილია 1 პირი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ავტორი: მაკა ხაზიური