ახალი ამბები

ბიზნესის მხარდამჭერი აქციები CHEKI photography-საგან

თელავის მუნიციპალიტეტში მოქმედი ფოტოსტუდია CHEKI photography კრიზისულ სიტუაციაში ბიზნესის დასახმარებლად მზაობას გამოთქვამს.

ფოტოსტუდიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ვისაც  პროფესიონალური ფოტოები ესაჭიროებათ დისტანციურ რეჟიმში სამუშაოდ, მომსახურეობას სიმბოლურ თანხად მიიღებენ.

,,ჩვენი ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დიდხანს ვფიქრობდით რა ტიპის დახმარება შეგვეთავაზებინა კრიზისში მყოფი ქართული ბიზნესისთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუწიოთ მომსახურება პროფესიონალური ფოტოგადაღებების მიმართულებით სიმბოლურ ფასად მათ, ვისაც სერვისის წარმოჩენა სჭირდება.

გარდა ამისა, კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების დასრულების შემდეგ, სასტუმროებისა და მომსახურების სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის ერთი თვით 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. შეღავათები გავრცელდება საიმიჯო ვიდეორგოლებზეც“, – განაცხადა Knews-სთან საუბარში CHEKI photograpy-ს დამფუძნებლის გიორგი ჩეკურიშვილმა.

 

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე