ახალი ამბები

ყარაჯალას მაცხოვრებელთა ნაწილი შესაძლოა კავშირში იყო მარნეულის კლასტერთან

საქართველოს აგრარული ბაზარი ძირითადად მარაგდება ქვემო ქართლიდან. შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ბაზრებზე მყოფ ხალხს ქონოდა კავშირი მარნეულიდან ჩამოსულ ადამიანებთან ვინც ყიდულობენ და შემდეგ ყიდიან პროდუქციას.

ნუგზარ ბეჟანოვი, სოფელ ყარაჯალას მკვიდრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი:

„შესაძლებელია, რომ საკოლმეურნეო ბაზრობაზე არსებული ხალხი იყოს მარნეულის ხალხთან კავშირში. ის ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებთან კავშირი, უნდა მიმართონ საავადმყოფოებს და ჩაიტარონ ტესტირება.

შესაძლებელია ასეთი ხალხი მოხვდეს სოფელშიც და ამისათვის, ვინც თბილისიდან აგრარული ბაზარიდან ჩამოდის თვითიზოლაციაში უნდა იყოს. მინდა ვთქვა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება იყო დროული კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშრებით მარნეულსა და ბოლნისში.

რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას სოფელში, თითოეულ ჩვენ მოქალაქეს ვუხსნი მეც, სხვებიც და დამატებით სოფლის სოციალური ჯგუფებში ვაგზავნით ინფორმაციებს.

სოფელში დღეს გვაქვს დაკრძალვა და სულ რამოდენიმე ადამიანი მოვიდა. ყველა არის სახლებში გამოკეტილი. მე ასეთი რამ არ მინახია რომ დაკრძალვაზე ხალხი არ მოვიდეს.

მეჩეთი დაიკეტა 22 რიცხვში და ლოცვა არ ტარდება.