აზერბაიჯანულ დასახლებებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი განსაკუთრებულად გააკონტროლებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი კახეთის რეგიონის მასშტაბით ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებებში განსაკუთრებულ კონტროლს იწყებს.
დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ოჯახის ექიმებს მიეცათ მითითება, რომ ნებისმიერ სარჭვო სიმპტომის პაციენტთან დააზუსტონ, რა კავშირი ან მოგზაურობის ისტორია აქვს მარნეულთან.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, ამ ეტაპზე საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა.
კახეთის რეგიონში 6 საკარანტინე ზონაში 392 პირია მოთავსებული, ასევე გაზრდილია თვითიზოლაციაში მყოფი იმ მოქალაქების რაოდენობა,რომლებმაც სააზღვარი გადმოკვეთეს. 22 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კახეთშითვითიზოლაციაში 373 პირი რჩება (საგარეჯოში 47, ლაგოდეხში 38, ყვარელში17, გურჯაანში53, სიღნაღში51, თელავში 87, დედოფლისწყაროში 40 და ახმეტაში 40). თვითიზოლაციიდან მოიხსნა 16 მოქალაქე.
კახეთში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა.