ახალი ამბები

კახეთის აზერბაიჯანული დასახლებები რისკის ქვეშაა

 

რისკის ქვეშაა კახეთის რეგიონში არსებული აზერბაიჯანული დასახლებების მოსახლეობა, რომელთაც ინტენსიური კავშირები აქვთ მარნეულთან და აზერბაიჯანელ ნათესავებთან.  

სოფელ იორმუღანლოში ადგილობრივებს მაღალი ტემპერატურა აქვთ და თვითმკურნალობას მიმართავენ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იორმუღანლოს თემში მცხოვრები თოზუ გულმამედლი სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

მისი განმარტებით, ადგილობრივმა მოსახლეობამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ არაფერი არ იცის.

თოზუ გულმამედლის თმით, ნაკლები ინფორმორებულობის გამო ადგილობრივებს, რომლებსაც სხეულის მომტებული ტემპერატურა აღენიშნებათ, სახლის პირობებში მკურნალობენ და ექიმს არ აკითხავენ. ამ საკითხზე მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

,,აქ მაცხოვრებლებს კორონავირუსის საფრთხეზე არ აქვთ ინფორმაცია. ასევე არ იციან, როგორ დაიცვან თავი და როგორ მოიქცნენ, თუ ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდებათ. ადგილობრივებს ხშირი კომუნიკაცია აქვთ მარნეულში მცხოვრებლებთან, მითუმეტეს ახლა, როცა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულია. ერთმანეთთან მიდიან სტუმრად, იღებენ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან სტუმრებს. იორმუღანლოშიც ბევრი სტუმარი შემოდის. ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე არ აქვთ მათ არანაირი ინფორმაცია, რადგან ქართული არ იციან, არ უყურებენ ქართულ არხებს და მხოლოდ აზერბაიჯანულ გადაცემებს უყურებენ.
მე ბევრი ადგილობრივი ვიცი, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აქვთ, მაგრამ არ მიდიან ექიმთან და თვითმკურნალობას ეწევიან.
ენის ბარიერია პრობლემა და ადგილობროვმა თვითმმართველობამ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება. უნდა გაკეთდეს რაიმე საინფორმაციო ვიდეო რგოლი ან კამპანია, რომ მოსახლეობა იყოს ინფორმირებული”, – განაცხადა თოზუ გულმამედლიმ.

 

knews  ამ საკითხზე ცდილობს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და ადგილობრივი თვითმმართველობიდან დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

 

ავტორი: მაკა ხაზიური