საგარეჯოს მერია კორონავირუსის პრევენციის გეგმას ამუშვებს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად პრევენციის გეგმას ამუშავებს.
აღნიშნულ საკითხზე მერიაში შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, იორმუღანლოს თემში მცხოვრებლების თქმით, მათ კორონავირუსის საფრთხის ან მისგან თავდაცვის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდებათ.
ადგილობრივების თქმით, მოსახლეობის ნაწილი, ვისაც სიცხე აქვს, ექიმთან არ მიდიან და სახლში აგრძელებენ მკურნალობას.
ავტორი: მაკა ხაზიური