ახალი ამბები

კახეთში თვითიზოლაციაში 373 პირი რჩება

22 მარტის მონაცემებით, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში იმყოფება 373 მოქალაქე.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამაკმაყოფილებელია.

,, კახეთში თვითიზოლაციაში 373 ადამიანი იმყოფება. საგარეჯოში 47, ლაგოდეხში 38, ყვარელში 17, გურჯაანში 53, სიღნაღში 51, თელავში 87, დედოფლისწყაროში 40 და ახმეტაში 40 იმყოფება შიდაიზოლაციაში. თვითიზოლაციიდან მოიხსნა 16 მოქალაქე. კარანტინში გადაყვანილია 3 მოქალაქე, საკარანტინო ზონაში იმყოფება 392 მოქალაქე”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.