ტაქსის კომპანია თელავში პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს უსასყიდლოდ მოემსახურება
თელავში მოქმედი ტაქსის კომპანია, რომლის ტელეფონის ნომერია 0350 23 14 14, სოციალურად დაუცველებს და ხანდაზმულებს პროდუქტების მიტანას და უფასო გადაადგილებას სთავაზობს.
ინფორმციას სოციალურ ქსელ ფეისბუქის თელავის ერთ-ერთ ჯგუფში ადგილობრივი მიშა გულიაშვილი ავრცელებს.
,, კიდევ ერთი სასიხარულო ახალი ამბავი. დამიკავშირდა თელავში მოქმედი ტაქსოპარკის (23 14 14) ხელმძღვანელობა და გამოთქვეს სურვილი ჩვენს კეთილ საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანონ შემდეგი სახით: თელავში მცხოვრები ყველა მარტოხელა პენსიონერისთვის საჭირო წამლებისა და საკვები პროდუქტების სახლებში მიწოდებას სრულიად უფასოდ უზრუნველყოფენ სპეციალურად გამოყოფილი ორი მანქანით. (579 18 35 00 – გიორგი. 592 080578 ბესო.)
აღნიშნული ტაქსოპარკი ასევე სრულად უფასოდ უზრუნველყოფს ჩვენი მოხალისეების საჭიროებისამებრ გადაადგილებას”, – წერს სოციალურ ქსელში მიშა გულიაშვილი.