ახმეტაში პირბადეების დამზადება დაიწყეს
ახმეტაში ფერმერი და მეწარმე ზაზა გოგიაშვილი პირბადეებს ამზადებს.
პირველ ეტაპზე ზაზამ რამდენიმე ათეული პირბადე ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის დაამზადა.
,,რაც დაიწყო კორონავირუსზე ლაპარაკი, პირბადეების დეფიციტია მუნიციპალიტეტში. ვერსად ვერ ვშოულობდი და ამიტომ გადავწყვიტე თავად შემეკერა. ნათხოვარი საკერავი მანქანით და ნაყიდი ნაჭრით დავიწყე თავად კერვა. პირველ ეტაპზე მეზობლებს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს მივეცი დამზადებული პირბადეები. სამომავლოდაც გავაგრძელებ ამ საქმეს და დავეხმარები იმ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ პირბადეები”, – განაცხადა knews-სთან საუბრისას ზაზა გოგიაშვილმა.
ავტორი: მაკა ხაზიური