თელავი-თბილისის მიმართულებით ტაქსით მგზავრობის ღირებულება 25 ლარამდე გაიზარდა
knews-ის ინფორმაციით, თელავი-თბილისის მიმართულებით კერძო ტაქსით მგზავრობის ღირებულება 10 ლარით გაიზარდა.
როგორც knews-ს ტაქსების მძღოლებმა განუცხადეს, მგზავრობის ღირებულება 25 ლარი გახდა.
“ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ გვიწევს მუშაობა და თან სამზე მეტის მგზავრის გადაადგილების უფლება აღარ გვაქვს. გადავწყვვიტეთ რომ მგზავრობა გაგვეძვირებინა. ხარჯი საკმაოდ ბევრია და რაღაც ხომ უნდა დაგვრჩეს”, – აცხადებენ ტაქსის მძღოლები.
ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით დღეიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, სამარშრუტო ტაქსები ვირუსის გავრცელების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი