კახეთის გუბერნატორი – თვითმმართველობებს მიეცათ რეკომენდაცია, სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად აქტიურად იმუშავონ
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის განცხადებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მიეცათ დავალება, რომ ოჯახის ექიმებთან და ჯანდაცვის მიმართულებით მოქმედ სხვა დაწესებულებებთან ერთად კოორდინირებულად იმუშავონ და საჭიროების შემთხვევაში საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარონ მათ.
ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს პრევენციული ღონისძიებების უფრო შედეგიანად გატარებას.
,,ყველა მუნიციპალიტეტის მერს მიეცა დავალება, რომ აქტიურად იმუშაონ ოჯახის ექიმებთან და სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად, ხელი შეუწყონ მათ უფრო მეტად გააქტიურებას და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინონ დახმარება. ეს იქნება საკომუნიკაციო, გადაადგილების, მოხალისეებით დახმარების თუ სხვა კუთხით”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.