პარკ ჰოტელი საჭიროების შემთხვევაში კარანტინის რეჟიმში იმუშავებს
კახეთში მდებარე სასტუმრო პარკ ჰოტელი, რომელსაც სილქ როუდ ჯგუფი მართავს, საჭიროების შემთხვევაში, კარანტინის რეჟიმში იმუშავებს.
,,სილქ როუდ ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ღონისძიებებს, რომელიც ემსახურება კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციას და კარანტინის მიზნებისთვის მზად არის გამოყოს წინანდალში სასტუმრო პარკ ჰოტელი”.
პარკ ჰოტელ წინანდალი 70 ნომრიანი ახალი სასტუმროა, რომელიც სრულიად აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და მზად ვართ კომფორტული გარემო შევუქმნათ კარანტინში განთავსებულ თითოეულ ადამიანს.
,,გვჯერა, გაერთიანებული ძალისხმევით, მსოფლიო მალე გაუმკლავდება შექმნილ ვითარებას და შევძლებთ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას”.